Iashvili Hospital

ბაია გრძელიძე

რადიოლოგი

ბაია გრძელიძე ახალგაზრდა რადიოლოგია, რომელიც მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს 2025 წელს შემოუერთდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა რეზიდენტურაზე რადიოლოგიის მიმართულებით განაგრძო, შემდეგ კი გაიარა სუბსპეციალიზაციის პროგრამა მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბაია გრძელიძე უნგრეთში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. ასევე, გაიარა კლინიკური პრაქტიკები თურქეთის წამყვან კლინიკებში (ათათურქის საუნივერსიტეტო კლინიკა, სამსუნის
უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, ათათურქის საუნივერსიტეტო კლინიკა ერზრუმში). არის:

  • ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის (ESR) წევრი;
  • ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის (RSNA) წევრი;
  • ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის (ESNR) წევრი;
  • საქართველოს ნეირორადიოლოგთა ასოციაციის (GSNR) წევრი;

სწორედ ევროპის რადიოლოგთა სკოლისა და ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის ეგიდით, ბაია გრძელიძე 3-თვიანი გაცვლითი პროგრამით  იმყოფებოდა იზმირში, ათათურქის სამეცნიერო-კვლევითი ჰოსპიტლის ნეირორადიოლოგიის დეპარტამენტში.

ბაია გრძელიძე 5 სამეცნიერო-საგანმანათლებლო სტატიის ავტორია ESR/RSNA ნეირორადიოლოგიაში. ასევე, არის ფელოუ დიაგნოსტიკურ და პედიატრიულ რადიოლოგიაში – (ღია სამედიცინო ინსტიტუტი (OMI) ზალცბურგი, ავსტრია).