Iashvili Hospital

გიორგი ბეჟაშვილი - ანესთეზიის სამსახურის უფროსი

გიორგი ბეჟაშვილი MD

ანესთეზიის სამსახურის უფროსი

გიორგი ბეჟაშვილი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ანესთეზიის სამსახურს ხელმძღვანელობს. მან პროფესიული მოღვაწეობა 2014 წლიდან დაიწყო და მისი კარიერული განვითარება სრულად უკავშირდება იაშვილის კლინიკას.

დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამკურნალო განხრით, დიპლომისშემდგომი სწავლება კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განხრით განაგრძო. კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნების წამყვან პედიატრიულ ჰოსპიტლებში აიმაღლა. მათ შორის, კლინიკური სტაჟირებით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ გენუასა და უკრაინის ბავშვთა კარდიოლოგიურ კლინიკაში.