გუბაზ შარაშენიძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საოპერაციო დირექტორის პოზიციას იკავებს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც ჰოსპიტალური მენეჯმენტის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის (CHS) საკვალიფიკაციო კურსები გაიარა. პოსტდიპლომური განათლება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის განხრით მიიღო და მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. ამჟამად განაგრძობს სწავლას და არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი.
არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რამდენიმე პროექტის მონაწილე. 2010 წელს მიიღო პრეზიდენტის გრანტი.