Iashvili Hospital

დავით ფურელიანი

რადიოლოგი

დავით ფურელიანი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგია, რომელიც ამავე პოზიციას იკავებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო და პედიატრიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. კვალიფიკაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, სამედიცინო კონფერენციებსა და ტრენინგებზე აიმაღლა.

დავით ფურელიანის საექიმო პრაქტიკა 15 წელს აჭარბებს. არის:

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის (სკირა) წევრი’
  • ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის (ESR) წევრი;
  • ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური საზოგადოების (RSNA) წევრი;
  • ამერიკის პედიატრიულ ნეირორადიოლოგთა საზოგადოების (ASPNR) წევრი;
  • მედიცინასა და ბიოლოგიაში ევროპის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საზოგადოების (ESMRMB) წევრი;