დიანა ნარსია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ალერგოლოგის პოზიციას იკავებს. ის კლინიკის გუნდს 2021 წლიდან შემოუერთდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც პოსტდიპლომური განათლება ამავე უნივერსიტეტში, ალერგოლოგია-იმუნოლოგიის განხრით მიიღო.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი პერმანენტულად იღებს მონაწილეობას სამედიცინო კონფერენციებსა და სემინარებში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიას.
დიანა ნარსია საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრია.