დინა მელქოიანი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ბილინგის განყოფილებას ხელმძღვანელობს. აღნიშნული მიმართულებით მას მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მათ შორის, იყო ბილინგის სამსახურის უფროსის მოადგილე კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, აქვს მენეჯერული გამოცდილება სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში.
დინა მელქონიანი ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. მან დაამთავრა კავკასიის ჯანდაცვის სკოლა ჰოსპიტალური მენეჯმენტის მიმართულებით, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – კლინიკის მენეჯმენტის განხრით.