Iashvili Hospital

ეკა ბაძაღუა - ფსიქოლოგი

ეკა ბაძაღუა, MD

ფსიქოლოგი

ეკა ბაძაღუა 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ფსიქოლოგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში პედიატრიულ პაციენტებს ფსიქოთერაპიულ სერვისს აწვდის.

ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის ბაზაზე მან ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია მიიღო. მოგვიანებით ცოდნა გაიღრმავა არაერთი სამედიცინო სემინარისა და ტრენინგის მეშვეობით. მათ შორის, ფლობს გეშტალტ ინსტიტუტის (თბილისი) და მაშავის ცენტრის (ისრაელი) სერტიფიკატებს. ასევე, გავლილი აქვს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამები არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციფიკის განხრით.

ეკა ბაძაღუა მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტებში. მათ შორის,  იყო UNO -ს მხარდაჭერით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევისა და მაკკარტურების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ინტერვიუერი.