მედიცინის აკადემიური დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, ეკა კანდელაკი ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. სამედიცინო
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პოსტდიპლომური განათლება ჯერ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მიიღო, შემდეგ კი კლინიკური იმუნოლოგიის განხრით ასპირანტურაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტში ისწავლა.
არის გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტი ადრეული განვითარების საკითხებში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული გაიდლაინების საბჭოს წევრი.
გამოქვეყნებული აქვს 123 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის – 59 რეფერირებად გამოცემებში, ხოლო 23 – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. აგრეთვე, არის 5 ეროვნული გაიდლაინის ავტორია. პერიოდულად მონაწილეობს რამდენიმე მეთოდური რეკომენდაციისა და სახელმძღვანელოს შემუშავებაში.