Iashvili Hospital

ეკა კანდელაკი - ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი

ეკა კანდელაკი MD, Professor

ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი

მედიცინის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ეკა კანდელაკი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელია. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა განვითარების პედიატრია, მაღალი რისკის ახალშობილების გაწერის შემდგომი მეთვალყურეობა, დღენაკლულთა კვება და იშვიათი დაავადებების მართვა.

არის საქართველოს რესპირაციული საზოგადოების, საქართველოს პედიატრიის აკადემიის გამგეობის, ევროპის რესპირაციული აკადემიის, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობისა და ბუნებრივი კვების საერთაშორისო აკადემიის წევრი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დოქტურანტურა. გაიარა გადამზადების კურსი ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შეფასების საკითხებზე დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, გაის და წმ. თომასის ჰოსპიტალი).

მონაწილეობა აქვს მიღებული 18 ეროვნული პროტოკოლის შექმნასა და დანერგვაში. მათ შორის – ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების, ბავშვთა ასაკში ტყვიით ინტოქსიკაციისა და აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლების შემუშავება-დანერგვაში.

ეკა კანდელაკი გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტია ადრეული ასაკის განვითარებისა და პედიატრიის საკითხებში. არის 107 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.