ელენე ნადირაძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში პაციენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს. მანამდე, ამავე კლინიკაში ის რეგისტრატურას ხელმძღვანელობდა.
მისი სამუშაო გამოცდილება 2002 წლიდან იწყება და, ძირითადად, საბანკო სფეროს მოიცავს. ასევე, იყო სოციალური სამსახურის კვლევის სპეციალისტი სახელმწიფო კანცელარიაში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-სოციოლოგიის განხრით.