ზაზა ხოტენაშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ოფთალმოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი და ინტერნატურაში სწავლა ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის ბაზაზე განაგრძო. კვალიფიკაცია არაერთ წამყვან კლინიკაში აიმაღლა. მათ შორის, საზოგადოება Surgical Eye Expedition International (USA) ეგიდით 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა აშშ-ში. მოგვიანებით, კლინიკური სტაჟირება ფილადელფიაში, უილსის თვალის ჰოსპიტალში გაიარა.
2000-იანი წლებიდან ზაზა ხოტენაშვილმა ცოდნა გაიღრმავა სხვადასხვა მიმართულებით (გლაუკომის მკურნალობა, დიაბეტური რეტინოპათიის კლინიკური კვლევა, დიაბეტის კურსი, ოკულოპლასტიკა, ლაზერული დაკრიოცისტორინოსტომია, ბადურის ჩამოცლა
და სხვა) გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, ისრაელსა და აშშ-ში. არის:
- საქართველოს პედიატრიული ოფთალომოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოების თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი;
- მსოფლიოს პედიატრიული ოფთალმოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოების წევრი, საქართველოს წარმომადგენელი.
- საზოგადოება Surgical Eye Expeditions International მოქმედი წევრი;
- საქართველოს ოფთალმოლოგიური ასოციაციის საბჭოს წევრი;
- საქართველოს ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი;
- საქართველოს ოპტომეტრისტთა საზოგადოების თანადამფუძნებელი;
- თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორი;
- საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;
ოფთალმოლოგი ზაზა ხოტენაშვილი მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და ტრენინგებში.