თაკო დევდარიანი 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა კარდიოლოგი და ამავე მიმართულების ხელმძღვანელია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს ის 2016 წლიდან შემოუერთდა.
დაამთავრა თბილისის პედიატრიული ინსტიტუტი პედიატრიის მიმართულებით, რის შემდეგაც სწავლა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ბავშვთა კარდიოლოგიის განხრით განაგრძო. პროფესიული მოღვაწეობა 2003 წლიდან, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაიწყო.
თაკო დევდარიანი ამიერკავკასიის მასშტაბით პირველია საკუთარ დარგში, რომელიც ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ არის სერტიფიცირებული. მან წარმატებით და სრულად გაიარა სერტიფიცირების სამივე ეტაპი და 2020 წელს ევროპული აღიარება მოიპოვა.
თაკო დევდარიანი აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო ტრენინგებსა და კონფერენციებში. მან კვალიფიკაცია არაერთ წამყვან ქვეყანაში აიმაღლა. მათ შორის, ბავშვთა კარდიოლოგიის მიმართულებით გაიარა 3-თვიანი სტაჟირება იტალიის ქალაქ ბერგამოში.