Iashvili Hospital

თამარ ვახტანგაძე

დირექტორი

თამარ ვახტანგაძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს..

მას მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვს. მათ შორის, ეკავა რეგიონული დირექტორის პოზიცია „თიბისი“ ბანკში. ასევე, იყო რეგიონული მენეჯერი ბანკ „რესპუბლიკაში.“ მანამდე, ამავე ბანკში ხელმძღვანელობდა ხარისხის სამსახურს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სწავლა თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში განაგრძო. ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს-ადმინისტრირებაში (2018). 2022 წელს გაიარა აღმასრულებელი ლიდერშიფის პროგრამა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე.