თამთა კაპანაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა ენდოკრინოლოგის პოზიციას იკავებს. ის კლინიკის გუნდს 2025 წელს შემოუერთდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა ბავშვთა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით გაიარა. 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ექიმი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.
თამთა კაპანაძე ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESPE), ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის საერთაშორისო საზოგადოების (ISPAD), ჭარბწონიანობის ევროპული საზოგადოებისა (EASO) და ენდოკრინოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESE Talks) წევრია. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სემინარებსა და კონგრესებში.