Iashvili Hospital

თამთა კვარაცხელია - სტომატოლოგი

თამთა კვარაცხელია, MD

სტომატოლოგი

თამთა კვარაცხელია 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგის პოზიციას იკავებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა ქ. ხარკოვის დიპლომისშემდგომ სამედიცინო აკადემიაში თერაპიული სტომატოლოგიის განხრით განაგრძო. მოგვიანებით, დენტ-ივერი XXI-ის ბაზაზე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატები პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიაში, ორთოპედიულ სტომატოლოგიასა და ბავშვთა სტომატოლოგიაში.

მისი სამუშაო გამოცდილება ქალაქ ხარკოვის რეგიონალური სტომატოლოგიური კლინიკიდან იწყება. პერიოდულად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თამთა კვარაცხელია მონაწილეობდა საერთაშორისო სამედიცინო სემინარებსა და პრაქტიკულ სწავლებებში. მათ შორის, უკრაინასა და თურქეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თერაპიას, სტომატოლოგიას, ქირურგიულ სტომატოლოგიასა და ორთოპედიას.