Iashvili Hospital

თამილა გოგატიძე - პედიატრი

თამილა გოგიტაძე, MD

პედიატრი, ნეონატოლოგი

თამილა გოგიტაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გუნდს გახსნის დღიდან შემოუერთდა. 47-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმი ამჟამად პედიატრისა და ნეონატოლოგის პოზიციებს იკავებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა რუსეთში, მოსკოვის პედიატრიის ინსტიტუტში განაგრძო. ასპირანტურა ნეონატოლოგიის მიმართულებით გაიარა. ფლობს სახელმწიფო დიპლომებს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის განხრით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროფესიული მოღვაწეობა ბავშვთა მესამე საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმატოლოგის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ კი იაშვილის კლინიკას შეუერთდა. წლების განმავლობაში მან კვალიფიკაცია საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში აიმაღლა.

არის საქართველოს რესპირატორული საზოგადოების, საქართველოს პედიატრიული ასოციაციის წევრი და სხვა.