მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, თეონა შათირიშვილი 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ნევროლოგი და კლინიკური ელექტროფიზიოლოგია ( EMG, EEG, IONM), რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნევროლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დიპლომისშემდგომი განათლება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, ბავშვთა ნევროლოგიის განხრით მიიღო. კვალიფიკაცია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის – იტალიაში, ესპანეთსა და ბრიტანეთში აიმაღლა. კლინიკური სტაჟირება დანიისა (დიანალუნდის ეპილეფსიის ცენტრი) და გერმანიის (კილის საუნივერსიტეტო კლინიკა) წამყვან საავადმყოფოებში გაიარა. ფლობს პედიატრიული ნევროლოგიის ბრიტანულ სერტიფიკატს (BPNA).
არის ევროპის პედიატრიულ ნევროლოგთა ასოციაციის (EPNS), საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგისა (GLAE) და საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის (GACNN) წევრი.