Iashvili Hospital

თინათინ ანთაძე ორთოპედი ზოგადი ქირურგი

თინათინ ანთაძე, MD

ზოგადი ქირურგი, ორთოპედი

თინათინ ანთაძე 40-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი და ორთოპედია. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქირურგისა და ორთოპედის პოზიციებს იკავებს. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. პოსტდიპლომური განათლება არამიანცის კლინიკაში ჯერ ბავშვთა ქირურგიის, შემდეგ კი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის კათედრაზე გაიარა და სახელმწიფო დიპლომი ორივე მიმართულებით მიიღო. მოგვიანებით, თინათინ ანთაძემ კვალიფიკაცია ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებით ერევნის ბავშვთა პირველ საავადმყოფოში აიმაღლა.

მუდმივად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებში, სემინარებსა და სწავლებებში. მათ შორის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა აშშ-სა და ჩეხეთში.

არის საქართველოს ბავშვთა ქირურგიის საზოგადოებისა და მტევნის ქირურგიის საზოგადოების წევრი. თინათინ ანთაძის სახელს უკავშირდება 3 სამეცნიერო ნაშრომი. ასევე, გახლდათ 10 კლინიკური კვლევის ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი.