Iashvili Hospital

თინათინ ზარნაძე

კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი

თინათინ ზარნაძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში კომერციული პროექტების სამსახურს ხელმძღვანელობს. მანამდე ის ამავე ჰოსპიტალში ჯერ რესპირაციული, ურონეფროლოგიური და რევმატოლოგიური განყოფილების მენეჯერის პოსტს იკავებდა, შემდეგ კი იყო ბილინგის სამსახურის უფროსის მოადგილე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მენეჯმენტის მიმართულებით. ფლობს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პროფილაქტიკურ მედიცინაში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).