Iashvili Hospital

ირმა კაკაურიძე - პედიატრი

ირმა კაკაურიძე, MD

პედიატრი

ირმა კაკაურიძე 15-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრია, რომლის პროფესიული მოღვაწეობა სწორედ იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან იწყება. ამჟამად ის ჰოსპიტალში პედიატრის და რეანიმატოლოგის პოზიციებს იკავებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სწავლა ამავე სასწავლებელში ჯერ ზოგადი პედიატრიის განხრით განაგრძო, შემდეგ კი მოიპოვა სახელმწიფო ლიცენზია ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით.

ირმა კაკაურიძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. ის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების კათედრაზე სხვადასხვა მიმართულებით (BLS, PALS, ACLS, PFCCS) არის მოწვეული პედაგოგი. გარდა ამისა, 2022-2023 წლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამედიცინო ესკორტი იყო.

აქტიურად მონაწილეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და სემინარებში (იტალია, საფრანგეთი). ფლობს ინსტრუქტორის სახელმწიფო სერტიფიკატებს PFCCS-სა და AHA BLS-ში.