იური ნადირაშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი და ენდოსკოპისტია. 35-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, იაშვილის კლინიკაში საექიმო პრაქტიკის დაწყების დღიდან მუშაობს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. ინტერნატურაში სწავლა ამავე უნივერსიტეტში, იაშვილის კლინიკის ბაზაზე განაგრძო და ბავშვთა ქირურგიაში დახელოვნდა. მოგვიანებით, კვალიფიკაცია აიმაღლა ენდოსკოპიის მიმართულებითაც.
იური ნადირაშვილი საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრია. წლების განმავლობაში ის აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა. კერძოდ, იყო „ევექსი ჰოსპიტლების“ ბავშვთა ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.
უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, იური ნადირაშვილი მუდმივად მონაწილეობს კლინიკურ კონფერენციებსა და სემინარებში.