Iashvili Hospital

ლაშა ძიძიგური - ორთოპედ/ტრავმატოლოგი

ლაშა ძიძიგური

ორთოპედ/ტრავმატოლოგი

ლაშა ძიძიგური იაშვილის ბავშვთა კლინიკის 35-წლიანი გამოცდილების მქონე ორთოპედ-ტრავმატოლოგია, რომელსაც გამორჩეული კლინიკური სწავლება აქვს მიღებული ამერიკის, სერბეთის, შვეიცარიის, უკრაინის, საბერძნეთის და სომხეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, ინტერნატურა კი თბილისის ბავშვთა მე-2 საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილებასა და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტში გაიარა. ფლობს სახელმწიფო ლიცენზიებს სერტიფიკატი ბავშვთა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში.

ლაშა ძიძიგური ევროპის ბავშვთა ორთოპედიული საზოგადოების თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მთავარი ორგანიზატორია. ასევე, ევროპის ბავშვთა ორთოპედიული ასოციაციის წევრი, საქართველოს ბავშვთა ორთოპედიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და არაერთი საერთაშორისო კვლევის მონაწილე.