ლევან ხარაშვილი 17-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა ქირურგია. მისი სპეციალიზაციაა ბავშვთა ზოგადი და გულმკერდის ქირურგია, ასევე – ლაპარასკოპიული და თორაკოსკოპიული ქირურგიული პროცედურები და ენდოსკოპიური სამკურნალო და სადიაგნოსტიკო მანიპულაციები.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო სპეციალიზაცია ბავშვთა ქირურგიაში პროფესორ პაატა გვეტაძის ხელმძღვანელობით გაიარა. 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს იაშვილის კლინიკაში, ამჟამად კი აბდომინური, ზოგადი და თორაკოქირურგიული განყოფილების უფროსია. გარდა ამისა, ის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა სამედიცინო სკოლა „აიეტში.“
ლევან ხარაშვილის მიერ საქართველოში დაინერგა და წარმატებით სრულდება არაერთი ქირურგიული თუ ენდოსკოპიური პროცედურა (ფილტვისა და პლევრის ინფექციური პათოლოგიების თორაკოსკოპიული მართვა, საყლაპავის ჩანაცვლებითი ოპერაციები და სხვადასხვა ენდოსკოპიური მანიპულაცია).
გავლილი აქვს სწავლებისა და სპეციალიზაციის არაერთი კურსი და პროგრამა ევროპისა და ისრაელის კლინიკებში. არის სასუნთქი გზების ჯგუფების საერთაშორისო ქსელის (INPAT International Network of Pediatric Airway Teams) წევრი. ასევე, მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში, მათ შორის – სასუნთქი გზების უცხო სხეულების ეპიდემიოლოგიური კვლევის ევროპულ პროექტში Susy Safe (Surveillance System on Suffocation Injuries due to Foreign Bodies in European Children).