ლელა წაქაძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხარისხის კონტროლის დირექტორია. 2024 წლიდან არის ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიის (AACI) აუდიტორი საქართველოში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა ეპიდემიოლოგიაში. ასევე, 2017 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის მენეჯმენტის კურსი. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ფტიზიატრიასა და პულმონოლოგიაში.
მისი სამუშაო გამოცდილება ათვლას 1994 წლიდან იწყებს. 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ფთიზიატრ-პულმონოლოგად ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. ასევე, იყო სამედიცინო კორპორაცია ევექსის მთავარი ეპიდემიოლოგი. კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლელა წაქაძე ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინების შექმნაზე მომუშავე ტექნიკური ჯგუფისა და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო. 2016 წლიდან კი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის მოწვეული პედაგოგი.