მაკა თევზაძე 15-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. იკავებს მოზრდილ ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
არის საქართველოსა და ევროპის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოებების წევრი. ასევე – საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წევრი. ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას (ლექტორი, ტრენერი) და ერთიანდება ვიანის პედიატრიულ სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი კლინიკური პუბლიკაცია და ნაშრომი. ასევე, არის ეროვნული გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლების ავტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კვალიფიკაცია აიმაღლა დასავლური ქვეყნების წამყვან ჰოსპიტლებში. არის ლიცენზირებული ექიმი ნეონატოლოგიისა და რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგიის მიმართულებით.