Iashvili Hospital

ნათია ქესანაშვილი

ოფთალმოლოგი

ნათია ქესანიშვილი ბავშვთა და მოზრდილთა ოფთალმოლოგია და პედიატრიულ პაციენტებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ემსახურება.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურაზე სწავლა კვლავ თსსუ-ში, ოფთალმოლოგიის მიმართულებით განაგრძო. 2013 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების კურსებსა და სწავლებებში. თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობს ორთოპტიკის საერთაშორისო კონგრესში (TIOC). ასევე რამდენჯერმე იმყოფებოდა ევროპის პედიატრიული ოფთალმოლოგიის საზოგადოების (EPOS) ტრენინგებზე გერმანიაში, ლატვიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

ნათია ქესანიშვილმა კვალიფიკაცია აიმაღლა წამყვან ქვეყნებში. მათ შორის, იმყოფებოდა პედიატრიული ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმის მსოფლიო საზოგადოების კონგრესზე კუალა-ლუმპურში (მალაიზია).

მისი პირველი პროფესიული ნაბიჯები სწორედ იაშვილის ბავშვთა კლინიკას უკავშირდება, სადაც ის 2011-2015 წლებში, სწავლის პარალელურად, ოფთალმოლოგის ასისტენტის პოზიციას იკავებდა. 2015 წლიდან კი ის ექიმ-ოფთალმოლოგად მუშაობს.