Iashvili Hospital

ნათია ჩხაიძე

პედიატრი

ნათია ჩხაიძე გამოცდილი ექიმი-პედიატრია, რომელიც . იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის განყოფილებაში პედიატრის პოზიციას იკავებს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და გადაუდებელ მედიცინაში თსსუ-ს საზაფხულო კლინიკური სტაჟირება გაიარა. პედიატრიის განხრით რეზიდენტურაში ამავე უნივერსიტეტში ისწავლა და პედიატრის სახელმწიფო ლიცენზია მოიპოვა.

ნათია ჩხაიძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. არის თსსუ-ს მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. ასევე, მონაწილეობას იღებს კლინიკურ კვლევებში როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ. მის სახელს უკავშირდება აგრეთვე 3 ეროვნული პროტოკოლის თანაავტორობა:

  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკა, მართვა და პრევენცია პედიატრიულ პაციენტებში“- თანაავტორი;
  • „ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის დიაგნოსტიკა, პრევენცია და მართვა ბავშვთა ასაკში“ – თანაავტორი;
  • „ჰოსპიტალური პნევმონიის დიაგნოსტიკა, პრევენცია და მართვა ბავშვთა ასაკში“ – თანაავტორი;

ნათია ჩხაიძე მუდმივად იღებს მონაწილეობას კლინიკურ სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.