ნათია ცერცვაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში
ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. არის ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით გაიარა. კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში აიმაღლა. მათ შორის, ნათია ცერცვაძე აქტიურად თანამშრომლობს პარიზის ნეკერის ბავშვთა ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგიული მიმართულების ექიმებთან. მონაწილეობა მიიღო კრანიო-ფრონტო-ნაზალური სინოსტოზების მქონე პაციენტებში მონობლოკ ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ მზადებაში.
ნათია ცერცვაძე პერმანენტულად მონაწილეობს სამედიცინო სემინარებსა და კონფერენციებში. პარალელურად, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც და არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.