Iashvili Hospital

ნაი მახაჭაძე - სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ნაი მახაჭაძე

სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ნაი მახაჭაძე 12-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სტომატოლოგია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში სტომატოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს და ბავშვებსა და მოზარდებს სრულფასოვან სერვისს აწვდის.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის განხრით განაგრძო. ამავე მიმართულებით წარმატებით დაამთავრა „უნიდენტის“ სარეზიდენტო პროგრამა, შემდეგ კი გაიარა ქირურგიული სტომატოლოგიის რეზიდენტურა „დენტივერი 21“-ში.

ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს თერაპიული, ბავშვთა თერაპიული და პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებებით. მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში.