მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სრული პროფესორი, ნანა ტატიშვილი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ასევე, არის კლინიკური საბჭოს ნევროლოგიის მიმართულების უფროსი. ნანა ტატიშვილის სახელი იაშვილის კლინიკას 1999 წლიდან უკავშირდება. არის:
• საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი;
• ა. ლაჭყეპიანის სახელობის საქართველოს პედიატრ-ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი;
• ევროპის პედიატრ-ნევროლოგთა საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრი;
• ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს საზოგადეობის გენერალური მდივანი;
ნანა ტატიშვილის სახელს უკავშირდება ათობით სამედიცინო ნაშრომი და პუბლიკაცია. მათ შორის, არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.