ნატალია ჯაჭვაძე 2023 წლიდან იკავებს მთავარი ექთნის პოზიციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
არის USAID-ის, ემორის უნივერსიტეტისა (აშშ, ატლანტა) და „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის“ ერთობლივი საექთნო პროგრამის მონაწილე (ზოგადი პედიატრიული საექთნო კურსი). ასევე, გავლილი აქვს UNICEF-ის პროგრამა ახალშობილების ნეონატალური ინტენსიური მოვლის მიმართულებით.
პროფესიული განათლება მიიღო, როგორც საერთო პროფილის მედდამ უნივერსიტეტ ივერიასთან არსებული კოლეჯის ბაზაზე. კვალიფიკაცია აიმაღლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ინფექციური კონტროლის მიმართულებებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სასწავლო ცენტრში, შემდეგ კი წარმატებით გაიარა საექთნო გადამზადების კურსები ანატომიის, ფიზიოლოგიის, მანიპულაციებისა და დოზირების განხრით. გარდა ამისა, ნატალია ჯაჭვაძეს გავლილი აქვს საექთნო მენეჯმენტის კურსი.