Iashvili Hospital

ნინო სირაძე - პედიატრი/ინფექციონისტი

ნინო სირაძე

პედიატრი/ინფექციონისტი

ნინო სირაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფექციონისტის პოზიციას იკავებს. არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომლის პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია მოიცავს არაერთ საერთაშორისო სემინარსა და სწავლებას დასავლეთის წამყვან კლინიკებში. მათ შორისაა:

  • ზალცბურგის CHOP სემინარები ზოგად პედიატრიასა და ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში, რომლებიც ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალისა და გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართა (ავსტრია);
  • ევროპის რესპირატორული საზოგადოების (ERS) კვლევითი სემინარი დუბლინში (ირლანდია);
  • VMP-ის ორგანული აციდემიების (იშვიათი გენეტიკური დარღვევები) ონლაინ-კურსი;
  • Weill Cornell-ის ვებინარი ინფექციური დაავადებების შესახებ;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კურსი „ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონტროლის პროგრამის” ფარგლებში;

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი სწავლება თბილისის სამედიცინო აკადემიაში, პედიატრიის მიმართულებით განაგრძო, ხოლო 2018 წელს ექიმი-ინფექციონისტის სახელმწიფო ლიცენზია მოიპოვა.

ნინო სირაძე ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. 2019 წლიდან ჩართულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკულ პროგრამაში (TSMU USMD Program) კლინიკური კლერკშიფის მენტორად. ასევე, არის საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ლექციებს კითხულობს ასევე ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტში და აქტიურადაა ჩართული პოსტდიპლომურ სამედიცინო განათლებაში (პედიატრიული ნევროლოგია) „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ ფარგლებში.

არის საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი. მის სახელს უკავშირდება 20-მდე კლინიკური პუბლიკაცია.