ნინო სოლომონია ნეონატოლოგიის მიმართულებით 20-წლიანი გამოცდილების ექიმი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოციაციის ბორდის წევრია. ის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ასევე, კოორდინაციას უწევს ნეონატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამას „ვიანში.”
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით, ინტერნატურის პროგრამა გაიარა პედიატრიის მიმართულებით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე თბილისის რამდენიმე პედიატრიულ კლინიკაში იმუშავა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მან საქართველოს ფარგლებს გარეთ არა ერთი კლინიკური კურსი გაიარა, მათ შორის – კორკ ეპილეპტოლოგიურ პედიატრიულ ცენტრსა (გერმანია) და ქალაქ მარბურგის ბავშვთა ჰოსპიტლის (გერმანია) პედიატრიულ განყოფილებაში.
ნინო სოლომონია ერთ-ერთი თანავტორი და მთავარი კოორდინატორია საგრანტო პროგრამის სახელწოდებით: ასთმა და მისი მართვა მაღალი რისკის პაციენტებში (კირპატრიკის საოჯახო მედიცინის ცენტრი, აშშ).
ასევე, მან კვალიფიკაციის კურსი გაიარა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის ჰიურონ ჰოსპიტლის პერინატალური მედიცინის ცენტრში. ამერიკული სალიცენზიო გამოცდების წარმატებით დასრულების შემდგომ კი ამერიკის ECFMG სერტიფიკატი მიენიჭა. გარდა ამისა, ნინო სოლომონიამ კენტუკის შტატის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაიარა კლინიკური სტაჟირების 4-წლიანი კურსი ნეონატოლოგიაში. სტაჟირების პერიოდში მინიჭებული ჰქონდა ნეონატალური „ფელოუშიპის” უფროსი „ფელოუს” წოდება. იყო ახალგაზრდა ნეონატოლოგთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული.
სტაჟირების პერიოდში იყო ნეონატოლოგიის სახელმძღვანელოს (Gomella’s Neonatology) საიუბილეო გამოცემის ერთ-ერთი თავის თანაავტორი. ფლობს კენტუკის შტატის სამედიცინო ლიცენზიას. აღსანიშნავია ისიც, რომ მას აშშ-ში გავლილი აქვს ნეონატალური პროგრამების სპეციალიზირებული კურსი: NRP და STABLE. ასევე, ფლობს შესაბამისი პროგრამების რეგიონალური ინსტრუქტორის სერტიფიკატებს.
ნინო სოლომონია საქართველოში რამდენიმე ეროვნული გაიდლაინის თანაავტორია. ასევე, არის „ვიანის” ნეონატალური უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ავტორი და პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი ქსელში. მის სახელს უკავშირდება არაერთი სამედიცინო პუბლიკაცია და სამეცნიერო კვლევა.