Iashvili Hospital

ნინო წერეთელი - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

ნინო წერეთელი MD

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

ნინო წერეთელი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე რადიოლოგია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 2020 წლიდან არის TOT ტრენერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი და დიპლომისშემდგომი სწავლებაც ამავე მიმართულებით განაგრძო. სამედიცინო სტაჟირება კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით გაიარა. 2006 წელს მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში.

ნინო წერეთელმა კვალიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა. მათ შორის, გაიარა კლინიკური სტაჟირება სანქტ-პეტერბურგის პედიატრიულ აკადემიაში სახსრების ულტრაბგერითი კვლევის მიმართულებით.