ნუკი პაპუნაშვილი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს მარკეტინგის და კომუნიკაციების განყოფილებას 2023 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე მას ევექსი ჰოსპიტლებში ჯერ მარკეტინგის სპეციალისტის, შემდეგ კი მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიცია ეკავა.
მისი სამუშაო გამოცდილება 2013 წლიდან იწყება და მოიცავს როგორც საბანკო სექტორს, ასევე – საჯარო სფეროს და კერძო კომპანიებს. თიბისი ბანკში მას პესონალური საბანკო მენეჯერის პოზიცია ეკავა. ასევე, მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებებით. ასევე, პროფილურად გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსი.