სოფო ვაშაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოდონტია. კლინიკის გუნდს ის 2024 წლიდან შემოუერთდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი და პოსტდიპლომური სწავლება ნიუ-დენტის სარეზიდენტო ბაზაზე ორთოდონტიის განხრით განაგრძო. კვალიფიკაცია გერმანიაში აიმაღლა, სადაც პრაქტიკული გამოცდილება (2-თვიანი სტაჟირება; 1-კვირიანი მასტერკლასი) ფორესტადენტის ქარხანაში მიიღო.
სოფო ვაშაძის სამუშაო გამოცდილება 2017 წლიდან იწყება. ის მაღალხარისხიან ორთოდონტულ მომსახურებას უწევს როგორც პედიატრიულ პაციენტებს, ასევე – მოზრდილებს. არის საქართველოს ბავშვთა ორთოდონტთა ასოციაციის წევრი.