Iashvili Hospital

სოფიო ნიკოლაძე - პედიატრი

სოფიო ნიკოლაძე

პედიატრი

სოფიო ნიკოლაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პედიატრია. მისი პირველი პროფესიული ნაბიჯები 2012 წელს, სწორედ იაშვილის კლინიკიდან იწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მედიცინის ფაკულტეტი) დამთავრების შემდეგ, სოფიო ნიკოლაძემ დიპლომისშემდგომი განათლება სამი სპეციალიზაციით მიიღო. ფლობს სახელმწიფო ლიცენზიებს პედიატრიის, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინისა და ბავშვთა ინფექციონისტის მიმართულებებით.

სოფიო ნიკოლაძე აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ, ისე აკადემიურ საქმიანობაში. 2024 წლიდან მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ იშვიათი გენეტიკური დაავადების – ფენილკეტონურიის მკურნალობის პროცესშია ჩართული. 2025 წლიდან კი ამერიკული პროგრამის მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ატარებს.

უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, სოფიო ნიკოლაძე პერმანენტულად მონაწილეობს  ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი კლინიკური პუბლიკაცია პრესტიჟულ  სამედიცინო გამოცემებში. არის:

  • საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი;
  • პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
  • „ევექსი ჰოსპიტლების“ პედიატრიული ბორდის წევრი;

2020 წლიდან ის ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) მიერ ავტორიზებული BLS (Basic Life Support) ინსტრუქტორია.