სოფიო ცერცვაძე თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედიატრია. არის ამერიკული პროგრამის პედიატრიული კლერკშიფის პედაგოგი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პედიატრიული მოდულის ლექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
კლინიკური სტაჟირება გაიარა ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია), ევროპის რესპირაციული საზოგადოების საზაფხულო პედიატრიულ სკოლაში და ემორის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ატლანტა, აშშ). ასევე, გაიარა საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი სასწავლო პროგრამა ჰოსპიტალურ მენეჯმენტში. არის:
• საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი; • საერთაშორისო კონგრესების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; • 50-მდე საერთაშორისო კონფერენციის და სემინარის მონაწილე: • 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;