Iashvili Hospital

ქეთევან მათიაშვილი -კარდიოლოგი

ქეთი მათიაშვილი MD

ბავშვთა კარდიოლოგი

ქეთი მათიაშვილი გამოცდილი კარდიოლოგი და კარდიოექოსკოპისტია, რომელიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს 2011 წელს შემოუერთდა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. 3-წლიანი რეზიდენტურა ჯერ პედიატრიაში გაიარა, შემდეგ კი წარმატებით დახურა რეზიდენტურის კურსი ბავშვთა კარდიოლოგიასა და რევმატოლოგიაში. მოგვიანებით, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეისწავლა ექოკარდიოგრაფიაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთი მათიაშვილმა კლინიკური სტაჟირება ბარსელონას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე გაიარა.

ქეთი მათიაშვილმა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2013 წელს მოიპოვა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ის მუდმივად მონაწილეობს სამედიცინო ტრენინგებში, კონფერენციებსა და კონგრესებში. მის სახელს უკავშირდება 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და კლინიკური პუბლიკაცია.