ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის ცენტრი ბავშვთა ასაკში ნებისმიერი სირთულის ალერგიული დაავადების, კანის, ლორწოვანი გარსის, თმისა და ფრჩხილის პათოლოგიების დიაგნოსტიკა–მკურნალობას ითვალისწინებს. სერვისი მოიცავს როგორც კონსულტაციებს სპეციალისტებთან, ასევე ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის – სინჯებს ალერგენებზე.
დერმატოლოგიის, ალერგოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის დარგები მჭიდროდ არის დაკავშირებული მსგავსი ტიპის პათოლოგიების გამოვლენისას, ამიტომ მკურნალობა ჰოსპიტალში კომპლექსურად მიმდინარეობს. ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა/მართვა, როგორიცაა:
- კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები;
- ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების დაავადებები
- აკნე, დერმატოზოონოზები, ქავანა დერმატოზები, პერიორალური დერმატიტი;
- ახალშობილთა კანის დაავადებები და კანის პიგმენტაციის დარღვევები;
- ფსორიაზი, იქთიოზი;
- თმის ზრდის და ცვენის პრობლემები და სხვა.
ბავშვთა ასაკის ალერგიულ პათოლოგიათა შორის ხშირია ატოპური დერმატიტის, ურტიკარიის, ანგიონევროზული შეშუპების, ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმისა და სხვა დაავადებების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ცენტრში ხდება ბავშვთა ასაკში იშვიათი და მძიმე ალერგიული სინდრომების დიაგნოსტირება, რომელთა მართვაც, შემდგომ სტაციონარულ რეჟიმში გრძელდება. ესენია:
- ბულოზური მრავალფორმიანი ერითემა: სტივენ–ჯონსონის სინდრომი (SJS);
- ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი: ლაილას სინდრომი (TEN);
- ბულოზური პემფიგოიდი;
- წამლით ინდუცირებული ჰიპერსენსიტიური სინდორმი (DIHS/DRESS);
- ანაფილაქსია;
- ანაფილაქტოიდური მდგომარეობები (მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით);