Iashvili Hospital

ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილება

ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილება ნებისმიერი სირთულის პედიატრიულ პაციენტებს მართავს, რაც გულისხმობს დღენაკლული, უკიდურესად უმწიფარი ახალშობილების მკურნალობასა და გამოზრდას. ასევე, განყოფილებაში წარმატებით ხორციელდება დროული ახალშობილების თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიების, მათ შორისიშვიათი დაავადებების მკურნალობა საერთაშორისო პრაქტიკისა და გაიდლაინების თანახმად.

განყოფილების უნიკალურობა განპირობებულია იაშვილის კლინიკის მაღალპროფესიული, მულტიდისციპლინური გუნდით, რაც  უზრუნველყოფს განსაკუთრებით რთული სამედიცინო შემთხვევების მართვას.

ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილება გაშლილია 42 საწოლზე და აღჭურვილია საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს სრულფასოვან ინფრასტრუქტურულ და აპარატურულ მოწყობას შესაძლო გართულებებთან ასოცირებული რისკების მაქსიმალურად შემცირების  მიზნით

განყოფილება წარმოდგენილია მაღალკვალიფიციური სამედიცინო (როგორც საექთნო, ასევესაექიმო) კადრებით. მედპერსონალი ჩართულია უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში და  უწყვეტ რეჟიმში გადის სტაჟირებას სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ კლინიკაში. განყოფილების მაღალტექნოლოგიური გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი სხვადასხვა სირთულის ნოზოლოგიების წარმატებული მართვის შესაძლებლობას იძლევა.

შესაბამისად, კლინიკაში ხორციელდება მაღალი რისკის მქონე, დღენაკლული და დროული ახალშობილების როგორც თერაპიული, ასევეთანდაყოლილი მალფორმაციების ქირურიული მკურნალობა და პოსტქირურგიული მართვა. მათ შორის:

  • დღენაკლული, განსაკუთრებით უმწიფარი ახალშობილების მკურნალობა და გამოზრდა;
  • თავისა და ზურგის ტვინის თანდაყოლილი განვითარების მანკებისა და სიმსივნეების 
          
    მკრუნალობა;
  • თავის ტვინის სისძლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობა;
  • თანდაყოლილი და შეძენილი ჰიდროცეფალიის მკურნალობა;  
  • თავის ქალას განვითარების მანკების, მათ შორისრთული ფორმის კრანიოსინოსტოზის
          
    მკურნალობა;
  • სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის თანდაყოლილი მალფორმაციების თერაპიული და
          
    ქირურგიული მკურნალობა;
  • საშარდე და სასქესო სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიების მართვა;
  • იშვიათი, გენეტიკური, მეტაბოლური დარღვევებით მიმდინარე პათოლოგიების მართვა;

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან