Iashvili Hospital

გადაუდებელი მედიცინის განყოფილება

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილება რეგიონში მოქმედი ერთერთი ყველაზე მძლავრი სერვისია ურგენტული დახმარების საჭიროების მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის. განყოფილება უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, ინფრასტრუქტურულად გამართულია და მომხმარებლების კომფორტზე მაქსიმალურადაა მორგებული, რაც სამედიცინო დაწესებულებასთან პირველი შემხებლობით გამოწვეული სტრესისგან თავისუფალ გარემოს ქმნის.

გადაუდებელი დახმარების განყოფილება აერთიანებს 12 ობსერვაციულ და შოკის 3 საწოლს და 24 საათიან, სრულფასოვან მულტიპროფილურ მომსახურებას უწევს 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებს. წარმატებით ხორციელდება მაღალი სირთულის სომატური, ტრავმული და მწვავე ინტოქსიკაციების მკურნალობა. პროცესში ექიმების მულტიპროფილური გუნდი ერთვება და თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ მართავს.

განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ხელმისაწვდომია კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური, ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი კვლევები. 24/7-ზეა ხელმისაწვდომი ასევე ლაბორატორიული გამოკვლევები.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ერთადერთი მე-3 დონის რეფერალური პედიატრიული სამედიცინო ცენტრია ქვეყანაში და ნებისმიერი სირთულის დაავადებებსა და ტრავმულ დაზიანებებს მართავს.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან