მოზრდილ ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილება კრიტიკულად მძიმე 28 დღიდან 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო პერსონალი, მათ შორის ექიმები და ექთნები მკურნალობისა და მართვის პროცესში გუნდურად იღებენ მონაწილეობას. აღნიშნული მიმართულებით ხელმისაწვდომია:
- პედიატრიული ანესთეზია, რომელიც გულისხმობს ტკივილის ოპტიმალურ მართვას თანამედროვე მედიკამენტების მორგებული დოზირების გამოყენებით ქირურგიული პროცედურებისას თუ მათ შემდგომ;
- კრიტიკული პედიატრიული პაციენტების რეანიმაცია (PICU), რაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ინტენსიურ მონიტორინს და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო თანამედროვე პროცედურებს მოიცავს;
- ტკივილის მართვის სერვისი, რაც აერთიანებს ფარმაკოლოგიურ და არაფარმაკოლოგიურ ინტერვენციებს უნიკალური საჭიროებების მიხედვით;
- წინასაოპერაციო შეფასება, პოსტოპერაციული მართვა, ურგენტული მდგომარეობების მართვა,
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურით და აპარატურით და წარმატებით მართავს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობებს, რომლებიც შემდეგი სახის პოლიპროფილური დაავადებების შედეგადაა გამოწვეული: სასუნთქი სისტემის დაზიანებები, მწვავე ლეიკემია, მწვავე და ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებები, პოლიტრავმები (ნეიროტრავმები, აბდომინური და თირკლმის ტრავმული დაზიანებები), თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები, იშვიათი დაავადებები და მრავალი სხვა.
ასევე, განყოფილებაში წარმატებით ხორციელდება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (პერიტონეალური და ჰემოდიალიზი) თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, გენური მუტაციით განპირობებული სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობების მართვა, ნეიროქირურგიული პაციენტების ინტრაკრანიალური წნევის მონიტორინგი და მრავალი სხვა.