პედიატრიული ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ერთადერთი ჰოსპიტალია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე პაციენტებს სტაციონარულ სერვისს სთავაზობს. ხორციელდება ყველა სახის სოლიდური სიმსივნის მკურნალობა და პროცესში, ქვეყნის წამყვან ქართველ სპეციალისტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, დასავლელი ექიმების გუნდია ჩართული.
განყოფილების მთავარ პრიორიტეტს მულტიდისციპლინური მიდგომა წარმოადგენს. თითოეული პაციენტის შემთხვევა განიხილება კონსილიუმის ფორმატში და მასში ჩართულია კლინიკური ონკოლოგების, სხივური ონკოლოგების, ქიმიოთერაპევტების, ჰემატოლოგების, ქირურგების, რადიოლოგებისა და პათანატომების გუნდი. სტაციონარული დიაგნოსტიკური მიმართულებით ხელისავწდომია:
- ბლასტური უჯრედების იმუნოფენოტიპირება (უახლესი თაობის გამდინარე ციტომეტრით);
- ძვლის ტვინის ფუნქცია და ტრეპანობიოფსია;
- ციტომორფოლოგიური და ციტოქიმიური კვლევები;
- მოლეკულური და გენეტიკური კვლევა (PCR-მეთოდით);
- მინიმალური რეზიდუალური დაავადების დეტექცია (MRD);
განყოფილება მოიცავს პედიატრიული ონკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს. მათ შორისაა:
- კლინიკური ონკოლოგიის სერვისები (ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ჰორმონოთერაპია);
- რადიაციული ონკოლოგია – სხვადასხვა ტიპის რადიაციული დასხივება სიმსივნური უჯრედების ზრდის შეჩერებისა და ჯანსაღი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების ჩვენებით;
- ონკოქირურგია – ოპერაციული მკურნალობა ავთვისებიანი და ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში;
1995 წლიდან დღემდე, განყოფილებაში ევროპაში აღიარებული BFM პროტოკოლის სრული დაცვით ხორციელდება მწვავე ლეიკემიის მკურნალობა, რაც პაციენტთა 70%-ში ზრდის სრული გამოჯანმრთელების შანსს. ლეიკემიით დაავადებული ყველა პაციენტი ორწლიან დისპანსერულ მკურნალობას (დაცვითი თერაპია) სრულიად უსასყიდლოდ იღებს.