Iashvili Hospital

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ცენტრი

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ცენტრი ყველა სახის სიმსივნისა და სისხლის დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სრულფასოვან ამბულატორიულ სერვისს სთავაზობს, რაც, თავის მხრივ, დიაგნოსტიკასა და არასტაციონარულ მკურნალობას მოიცავს. ცენტრი სპეციალიზებულ მომსახურებას აწვდის 0-დან 18 წლამდე პაციენტებს და აღჭურვილია ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებებით. მათ შორის, ხელმისაწვდომია:

  • ბლასტური უჯრედების იმუნოფენოტიპირება (უახლესი თაობის გამდინარე ციტომეტრით);
  • ძვლის ტვინის ფუნქცია და ტრეპანობიოფსია;
  • ციტომორფოლოგიური და ციტოქიმიური კვლევები;
  • მოლეკულური და გენეტიკური კვლევა (PCR-მეთოდით); 
  • მინიმალური რეზიდუალური დაავადების დეტექცია (MRD);
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ულტრასონოგრაფია;
  • რენტგენოლოგიური კვლევები;
  • ლაბორატორიული გამოკვლევა;


ამბულატორიული სერვისები მოიცავს კლინიკური ონკოლოგიის ყველა სახის თერაპიას, მათ შორის ქიმიო, იმუნო, ტარგეტულ და ჰორმონოთერაპიას. ცენტრში ხორციელდება ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობა. მათ შორის, წარმატებით იმართება:

  • ყველა სახის შეძენილი ანემია;
  • ყველა სახის თანდაყოლილი ანემია(თალასემიამიკროსფეროციტოზი, G6PD, პირუვატკინაზის დეფიციტი  და .
  • თრომბოციტოპენიური პურპურების ყველა ქვეტიპი;
  • კოაგულოპათიები;
  • მიელოდისპლაზიური სინდრომები;
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული GVHD-ის მწვავე და ქრონიკული  ფორმები
  • ყველა სახის სოლიდური სიმსივნის ამბულატორიული მართვა;


ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ტკივილის მართვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახური, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან