ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილება ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებების სრულფასოვან დიაგნოსტიკა–მკურნალობას მოიცავს, რაც სინუსური დარღვევების, სმენის დაქვეითებისა და ფარინგეალური პათოლოგიების ამბულატორიულ/სტაციონარულ მართვას გულისხმობს.
პედიატრიულ პაციენტებში სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული ყელ–ყურ–ცხვირის არაერთი პათოლოგიაა გავრცელებული. მათ შორის, შუა ყურის მწვავე ანტება (ოტიტი), ალერგიული რინიტი, ტონზილიტი და ადენოიტი, კოგნიტური ანომალიები, ქრონიკული სინუსიტი, ძილის, მეტყველების და ენის დარღვევები. ასევე, ხშირია უცხო სხეულის მოხვედრის ფაქტორები ყელის, ყურისა და ცხვირის არეში ისევე, როგორც – ტრავმული დაზიანებები.
ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილება ამ მხრივ სრულფასოვან მომსახურებას უზრუნველყოფს. წარმატებით ტარდება ქირურგიული ჩარევები ყელ–ყურ–ცხვირის მიდამოებში. მათ შორის, ხორციელდება ადენოტომია, ტონზილექტომია, სეპტოპლასტიკა, სისხლმდენი კაპილარის მოწვა, რეტრო და პარაფირენგეალური აბსცესების გახსნა, უცხო სხეულების ამოღება და მრავალი სხვა.
გუნდი დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მაღალკვალიფიციური ექიმებით. განყოფილებას ვლადიმერ კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობს.