Iashvili Hospital

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი 28-დღიდან 18 წლამდე პაციენტებს მათზე მორგებულ, სრულფასოვან დიაგნოსტიკურ და ამბულატორიულ სერვისს სთავაზობს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და ხორციელდება თანამედროვე ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევები. მათ შორის, ხელმისაწვდომია:

  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • სუბმანდიბულარული (ქვედა ყბისქვეშა და ხახის) კვლევა;
  • აუდიოლოგიური კვლევა (სმენის ტესტირება);
  • ფიბროლარინგოსკოპია (ცხვირხახის კვლევა);
  • ცხვირის ენდოსკოპია;
  • ლარინგოლოგიური კვლევა;
  • ბაქტერიული კვლევა;
  • ტიმპანომეტრია (ყურის გამოკვლევა);
  • ცხვირის ფუნქციური კვლევები;
  • ლაბორატორიული კვლევები;


ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი ყოვლისმომცველი ამბულატორიული სერვისების წამყვანი მიმწოდებელია პედიატრიულ პაციენტებში. მომსახურება მოიცავს თერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს. ზუსტი დიაგნოსტიკის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი სირთულის ქირურგიულ ჩარევებს წარმატებით მართავს ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების სამედიცინო პერსონალი