Iashvili Hospital

რეაბილიტაციის ცენტრი

რეაბილიტაციის ცენტრი ფიზიკური თერაპიის საჭიროების მქონე პედიატრიულ პაციენტებს აბილიტაციური და რეაბილიტაციური სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. ცენტრში გათვალისწინებულია როგორც თანდაყოლილი მანკებისა და პათოლოგიების შედეგად დაზიანებული მოტორული ფუნქციის აღდგენა, ასევესხვადასხვა სახის თერაპია შეძენილი დაავადებებისა და ტრავმისშემდგომი (მათ შორის პერინატალური პერიოდის) გართულებების დროს.

რეაბილიტაციის ცენტრი პაციენტებს გარკვეული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასწავლის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ჩვევებს და გარემოსთან ადაპტაციაში უწყობს ხელს. ხელმისაწვდომია თერაპიით მკურნალობა ისეთი დარღვევების დროს, როგორიც არის მოტორული სფეროს განვითარების შეფერხებები, ძვალსახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პრობლემები, ტრავმისშემდგომი პათოლოგიები, ნეიროდარღვევები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სერვისის უწყვეტობა რეაბილიტაციის ცენტრის მთავარი ამოცანაა. შესაბამისად, მაღალი დონის აბილიტაციარეაბილიტაცია ექიმების მუშაობის განუყოფელი ნაწილია და მათი მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ რთული შემთხვევების მართვას ეფუძნება.

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან