Iashvili Hospital

რევმატოლოგიის ცენტრი

რევმატოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას აუტოიმუნური და ანთებითი დარღვევების მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის. ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა, როგორიც არის წითელი მგლურა, ვასკულიტი, სისტემური და სხვა სახის ართრიტები და სხვა. ცენტრში თითოეული პაციენტის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პერსონალიზებული მოვლაა ხელმისაწვდომი.

რევმატოიდული დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა პედიატრიულ პაციენტებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რევმატოლოგთან მიმართვის საჭიროება დღება ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც არის ადვილად დაღლა, შეშუპება, შეზღუდვა სახსრების არეში,  პერიოდული აუხსნელი ცხელება, ზოგადი სისუსტე, ჰემორაგიული გამონაყარი კანზე და სხვა. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში ჩართულია მრავალპროფილური გუნდი და ხორციელდება კომპლექსური მიდგომა.  

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან