Iashvili Hospital

რესპირაციული და აბდომინური მედიცინის განყოფილება

რესპირაციული და აბდომინური მედიცინის განყოფილება სასუნთქი სისტემისა და მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების დიაგნოსტიკამკურნალობას უზრუნველყოფს და 28-დღიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულფასოვან მომსახურებას აწვდის. კლინიკა ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც აღნიშნული პროფილით პედიატრიულ პაციენტებს ნებისმიერი სახის დაავადების მართვას ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს.

რესპირაციული მიმართულებით დიაგნოსტიკა/მკურნალობა ეფუძნება როგორც ეროვნულ პროტოკოლებს, ასევეევროპის რესპირაციული საზოგადოებისა და ამერიკის თორაკალური საზოგადოების რეკომენდაციებს. წარმატებით ხორციელდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა:

  • მწვავე რესპირაციული ინფექციები, მათ შორისბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები;
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ..)
  • ფილტვის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები და ინტერსტიციული დაავადებები;
  • ფილტვის რღვევითი და პლევრული გართულებებით მიმდინარე პნევმონიები;
  • ნერვკუნთოვანი პათოლოგიების ფონზე მიმდინარე ფილტვის დაავადებები;
  • ტუბერკულოზის ადრეული გამოკვლევა/მართვა;
  • ალერგიული დაავადებები (ასთმა, ალერგიული რინიტი) და მრავალი სხვა.

მკურნალობის სრული სპექტრია ხელმისაწვდომი აბდომინური მიმართულებითაც და პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური (ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, ალერგოლოგი, პედიატრი) გუნდი. ხორციელდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა: 

  • კუჭნაწლავის სისტემის პათოლოგიები;
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • ღვიძლის და სანაღვლე გზების მწვავე და ქრონიკული პათოლოგიები;
  • პანკრეასის თანდაყოლილი/შეძენილი დაავადებები,
  • წყლულოვანი ენტეროკოლიტები, ცელიაკია, ნუტრიციული დარღვევები და სხვა;

032 2 05 15 15

დაგვიკავშირდით

ან